LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა უყურებ, პრეზიდენტს ასე აფორთხიალებენ, ეს ქვეყანა აღარ არის: სერგო ჩიხლაძე

63
სერგო ჩიხლაძე

მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ეხმაურება.

ჩიხლაძის შეფასებით, როდესაც უყურებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ასე ამცირებენ, აფორთხიალებენ, ტანსაცმელს შემოახევენ და იძალადებენ, ეს ქვეყანა აღარ არის.

“აქამდე ვამბობდით, რომ რაღაც რეჟიმთან გვაქვს საქმე მაგრამ არა – ჩვეულებრივ ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია.”

მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” მმართველობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

სერგო ჩიხლაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გააჟღერა.

“ერთი ის, რომ დამტკიცდა და აღიარებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მეორე ის, რომ პრიორიტეტული და მიღებულია საქმე. ისინი ამას დააკვირდებიან და მაღალი ინტერესი იქნება. მესამე კი ის, რომ ხელისუფლებას მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები