LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდემდე გაგრძელდება ყინვა – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

427
Untitled design

საქართველოში ბოლო დღეებში ტემპერატურამ მკვეთრად დაიკლო.

როდემდე შენარჩუნდება ყინვა საქართველოში – „ფორტუნა“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას ესაუბრა.

როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, გუშინ, 13 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი არქტიკული ჰაერის მასა შემოვიდა და გავრცელდა, რის შედეგადაც ტემპერატურამ დაიკლო.

მისივე თქმით, ცივი ჰაერის მასამ გადაიარა, მაგრამ დღეს, 14 თებერვალს, საღამოდან კვლავ მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან არქტიკული ცივი მასების შემოსვლა და გავრცელება, რომელიც 18 თებერვლის ღამის საათების ჩათვლით გაგრძელდება:

„დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში (კოლხეთის დაბლობზე) 0 და +2 იყო, სანაპირო რაიონები, როგორც ყოველთვის, თბილია და ტემპერატურა +5-დან +8-მდე იყო.

ღამით უარყოფითი ტემპერატურები აღინიშნა სამეგრელოსა და იმერეთში. ცივი იყო მთიანი და მაღალმთიანი რაიონები, სადაც მაქსიმალური ყინვა -12-დან -14 გრადუსამდე იყო.

გაძლიერდა ყინვა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე ბარში, შიდა ქართლში იყო -3-5 გრადუსი ყინვა, კახეთის რეგიონში -6-დან -8 გრადუსამდე აღწევდა.

ცივი ჰაერის მასამ გადაიარა, მაგრამ ამ საღამოდან კვლავ მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან არქტიკული ცივი მასების შემოსვლა და გავრცელება, რომელიც 18 თებერვლის ღამის საათების ჩათვლით გაგრძელდება.

მოსალოდნელი ნალექები ყინვას ცოტა შეარბილებს, მაგრამ დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 0+3 გრადუსს შორის იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ტემპერატურა ნულს ქვემოთ იქნება. 

ნალექების შეწყვეტისა და მომდევნო არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია, რომ 18 თებერვლის ღამის საათებში ყინვა ისევ იმავე ნიშნულს დაუბრუნდეს, რაც წუხელ იყო“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g