საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დერმატო-ვენეროლოგის ზაზა თელიას პოსტს ეხმაურება, რომელმაც თავისი პაციენტის ისტორია მოგვიყვა.
„როდემდე!!!.
პაციენტი მკურნალობდა სწორად — მაგრამ ლაბორატორიაში შეაშინეს და მოატყუეს!
ვიტამინების „მრჩევლებმა“ დააჯერეს, რომ „აუცილებელია დამატებები“,
და ამ ტყუილზე ადამიანმა 1000 ლარზე მეტი დახარჯა!
ვიტამინების ბიზნესმა გადალახა ყველა საზღვარი!
ეს „ვიტამინების” ბარიგები, რომლებიც ადამიანების შიშით, უცოდინრობით და ნდობით ვაჭრობენ.
არც ანალიზი, არც სერტიფიკატი — მხოლოდ გაყიდვა, მოტყუება და ფული!
სახელმწიფო, პროფესიული ასოციაციები და საზოგადოება უნდა ჩაერიოს ახლა!
შეამოწმე დანამატები მხოლოდ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.supplement.ge“,- წერს გიორგი ფხაკაძე.