LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც არ აფასებ იმ სიყვარულს, რაც გარგუნა სამყარომ. მის უბედურებაზე აგებული წამიერი ბედნიერება, როცა შენთვის მისაღები ხდება“ – გამომწერების კითხვას, რა ანგრევს ურთიერთობებს? – თათია შარანგია პასუხობს

1593
თათია შარანგია

ტელეწამყვანი თათია შარანგია „ინსტაგრამ“ გამომწერებს კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრა.

კითხვაზე, რა ანგრევს ურთიერთობებს (ოჯახს)? – თათია შემდეგნაირად პასუხობს:

„როდესაც არ აფასებ იმ სიყვარულს, რაც გარგუნა სამყარომ. მის უბედურებაზე აგებული წამიერი ბედნიერება, როცა შენთვის მისაღები ხდება. (საერთოდ არ არის აუცილებელი, აქ მესამე იგულისხმებოდეს) უაზრო ამბიციები, დაუფასებლობა. თქვენს სიყვარულს, როცა როგორც მოცემულობას მიიღებენ, ეს უკვე არასწორია… სიყვარული კომპრომისია… და არა ცალმხრივი მუდმივი ბრძოლა…“, – წერს თათია შარანგია.

კითხვაზე, პირადზე აღარ საუბრობთ? – თათია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და წერს, რომ ეს მისი პირადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g