LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ასეთ შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, ამას მხოლოდ უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია“ – ვოლსკი ზურაბიშვილის განცხადებაზე

208
BeFunky-collage (7)

„როდესაც ასეთ შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, ამას მხოლოდ უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია,“ – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებული სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადებები მავნებლურია.

„სი ძინ პინის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამშვიდობო კონფერენციის ჩატარება პარიზში არის საგანგებო მნიშვნელობის თემა, რომ კაცობრიობამ ამოისუნთქოს. ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, ამას მხოლოდ უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია. იმედი მაქვს მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის როგორმე საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი,“- აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g