რამდენიმე თვის წინ ცნობილი საოპერო მომღერალი, თამარ ივერი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა.
რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ ცხოვრობს ახალ ქვეყანაში – საოპერო მომღერალი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
„ბევრს ჰგონია, რომ წყენის ან უკმაყოფილების გამო წამოვედი ამერიკაში. სინამდვილეში ეს ჩემი დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
ონკოლოგიურ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ქიმიოთერაპიას იკეთებდა, რთულ პერიოდს გადიოდა და ძალიან უნდოდა რომ შვილები გვერდით ჰყოლოდა.
როგორც ცნობილმა მომღერალმა, სპეციალური „მწვანე ბარათი“ გავაკეთე. ცნობილ ხელოვან და სპორტსმენ ადამიანებს უკეთებენ ამ ბარათებს.
ამერიკა საშუალებას გაძლევს, რომ რომ ამ ქვეყანაში გამოიყენო შენი ტალანტი და როცა ბარათს იღებ, შეგიძლია მთელი ოჯახით წახვიდე ამერიკაში. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რატომ არ უნდა გამიყენო?! მე არაფერი მაკლდა ამ კუთხით, ისედაც ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. მეორეც ავსტრიაა, ვენაში ვცხოვრობდი, იქ ბინაც მაქვს…
საბედნიეროდ ჩემმა დედამთილმა დაამარცხა ეს დაავადება… მადლობა ღმერთს დროულად აღმოაჩინა. თუმცა ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. ამის გაგება ჩვენთვის მეხის გავარდნასავით იყო…“ – ამბობს თამარ ივერი.