საავტომობილო ავარია ნეგატიური მოვლენაა, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ახერხებს ეს ყველაფერი ნამდვილ არტ-ობიექტად აქციოს.
ეს ჯონათან შიპერის ნამუშევარი გახლავთ. მან ორი კლასიკური ავტომობილი საწარმოო პრესში მოაქცია.
ესეც შიპერის ინსტალაციაა. აქ ავტომობილები ერთმანეთისკენ რამდენიმე კილომეტრ/საათით მიდიან, მაყურებელი კი მათ წარმოუდგენლად შენელებულ კადრებად ხედავს.
ეს კი ფრანგი დიზაინერის, ჩარლი მოლინელის მაგიდაა, რომელიც ferrari 458-ის ნარჩენებისგან გააკეთა. ის 15 000 დოლარი დაუჯდა და რადგანაც ახლა ეს არტ ობიექტია, რა თქმა უნდა უფრო ძვირი ღირს.
გერმანელი დირკ სკრებერის ინსტალაცია – mitsubishi eclipse და ბოძი ლონდონის ერთ-ერთ გალერეაში.
დირკ სკრებერის კიდევ ერთი ინსტალაცია, ამჯერად hyundai coupe.
ეს ძველი toyota camry მელბურნის საცხოვრებელ უბანში ავარიის შემდეგ მიატოვეს. უცნობმა ადამიანმა კი მოიფიქრა არტ ობიექტად ექცია და საღებავით დაეფარა. ახლა ის ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა.
ეს კი crash willy-ია, ნიგერიელი იინ შონიბარეს ქმნილება. აუქციონის სახლმა sotheby’s 120 000 ფუნტ სტერლინგად შეაფასა.
მაიკლ ელმგრინისა და ინგარ დრაგსეტის short cat. ავტორების ჩანაფიქრით ავტომობილი დედამიწის შიგნით მოგზაურობდა და შემდეგ ზედაპირზე ამოვიდა და მილანში, ვიქტორ ემანუილის მუზეუმის იატაკი გაანგრია.
ამერიკელი ჩარლზ რეის სკულპტურა, რომელიც 1997 წელს pontiac grand am-სგან გააკეთა.
დანიელი ფოტოგრაფის პიერ ვინტელის ნამუშევარი, რომელიც კომერციულ შეკვეთებზე მუშაობს. ეს კონკრეტული ქმნილება diesel-სთვის შექმნა.
still life with spirit and xitle – ჯიმი დარემის 2007 წლის ნამუშევარი. ვულკანური წარმოშობის ქვა და ძველი chrysler.
ინსტალაცია ჰერბარიუმს ჰგავს და ასე ქვია – ყვავილები ზეწოლის ქვეშ. სულ ექვსი სხვადასხვა ფერის ფიატი გასრისეს.
დიზაინერ რონ არადის fiat 500, რომელიც საწარმოო პრესით არის დასრესილი.