“ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ის ელჩთან. არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა, მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დაისვა მის მიმართ და სამწუხაროდ, ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი კონკრეტულ განცხადებებს გამიჯვნოდა, რაც არ მოხდა.
„ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ს ელჩთან. არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა, მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დაისვა მის მიმართ და სამწუხაროდ, ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა. მაგალითად, ემიჯნებოდა თუ არა ეკა გიგაურს კელი დეგნანი”, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გააკრიტიკა.
„გიგაურს რაც შეეხება, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რუსეთი ყველგან ვერ იომებს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა. ეს იყო გიგაური და ასეთ დროს თითის გაშვერა სხვებისკენ არის უბრალოდ წარმოუდგენელი. პირდაპირი მოწოდება ჰქონდა მას ომისკენ. რას ემსახურება ეს ადამიანი ყველა ძალიან კარგად ხედავს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს გიგაურის ნებისმიერ განცხადებას“, – თქვა კობახიძემ.