სოფი ლორენის ქართველი რძალი მარიამ შარმანაშვილი მეუღლესთან, კარლო პონტისთან განშორებებს რომანტიკულს უწოდებს და ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, როგორია ის პერიოდები, როცა ცოლ-ქმარი ერთად ყოფნას ვერ ახერხებს:
„ქორწინების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ჩვენი ურთიერთობა ისეთივე მშვიდი და ჰარმონიულია, როგორიც მანამდე იყო, მაგრამ ქორწინებამ კიდევ უფრო განამტკიცა და ლამაზად დააგვირგვინა ჩვენი კავშირი.
ხშირად ცალ-ცალკე გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ძალიან ხშირად ვახერხებთ ერთად ყოფნას, მაგრამ როდესაც განცალკევება გვიწევს, ეს მანძილი ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს და რომანტიკულს ხდის. შესაბამისად, თითოეული შეხვედრა კიდევ უფრო დიდი სიხარულის მიზეზია ხოლმე.
მგონი, მეუღლეს ქართულსაც ასწავლით…
დიახ! კარლო ძალიან მონდომებულია, უკვე იცის რამდენიმე სიტყვა, მაგალითად: „მიყვარხარ“, „გამარჯობა“, ძალიან მოსწონს ჩვენი ენა და კულტურა, რაც მე ძალიან მახარებს და მეამაყება!..
