LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც იმის იმედად აკეთებ მაღაზიას, რომ სადისტრიბუციო ინვენტარს შემოგიტანს, ფულს მწარმოებლისგან გაიჩერებ და ახვალ 1200-1600 მაღაზიაზე, ამ დროს ჩვენ ვკოტრდებით“ – შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელი

103
„გემრიელიას“ წარმომადგენელი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელსაც მისი კომპანია ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობისას აწყდება, სადაც მან უმთავრეს პრობლემად არაპროგნოზირებადი გადახდის პირობები გამოყო.

შოთა ბერეკაშვილი: დისტრიბუციის ნაწილში თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით

კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელს დაუსვა დამაზუსტებელი კითხვები და ამავე დროს შესთავაზა ინსტიტუციური ჩარჩოს მოდელი, მისი პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მიზანია ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ ისეთი, რომელიც თავად ამ ჯაჭვს გახდის გამჭვირვალეს, პროგნოზირებადს, რომ თითოეული რგოლისთვის იყოს გასაგები რას აკეთებს და მესამე, რა თქმა უნდა, რომ კონკურენცია გავაჯანსაღოთ. ასეთი სამი მოცემულობა თუ მოგვცემს შედეგს, თქვენ რას ფიქრობთ?“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მწარმოებლის განცხადებით, ქსელური მარკეტის მიერ თითოეული გადახდის დაგვიანებული დღე საფრთხეს და პრობლემებს უქმნის მწარმოებელს, ქსელური მაღაზიები მწარმოებლისგან და დისტრიბუტორისთვის გადასახდელი დაგვიანებული თანხით ხსნიან დამატებით მაღაზიებს და აფართოებენ ბიზნესს.

„მესამე პირის სახით სახელმწიფო უნდა ჩაერთოს აუცილებლად ფასის რეგულირებაში. საქველმოქმედო ორგანიზაცია არც სადისტრიბუციო კომპანიაა, არც წარმოებაა და რა თქმა უნდა, არც „რითეილერი“, მაგრამ შენ როდესაც იმის იმედად აკეთებ მაღაზიას, რომ სადისტრიბუციო ინვენტარს შემოგიტანს ფულს მწარმოებლისგან და დისტრიბუტორისგან გავიჩერებ უპროცენტოს და მე ავალ 1200-1600 მაღაზიაზე, ამ დროს ჩვენ ვკოტრდებით“,- განაცხადა მწარმოებელმა.

ბერეკაშვილმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელს, რომ თითოეული გადაწეული დღე და გადაუხდელი თანხა ქსელური მაღაზიისთვის ნიშნავს თუ არა დამატებით ფულად სახსარს ახალი მაღაზიის გასახსნელად.

„თითოეული გადაწეული დღე ნიშნავს თუ არა იმას, რომ მან გამოითავისუფლა „ქეში“, ფულადი სახსრები, რომ ახალი მაღაზია გახსნას? თუ კი ჩვენ, საკანონმდებლო ჩარჩოთი გავაკეთებთ სისტემას, რომელიც გასაგებს გახდის რა დროს რა უნდა გადაიხადოს „რითეიელრმა“ ეს პროცესი დაარეგულირებს, როგორც გადახდას ერთი მხრივ და ასევე იმას, რომ ახალი მაღაზია აღარ გაიხსნება?“- კითხვით მიმართა შოთა ბერეკაშვილმა.

მწარმოებლის განცხადებით, რა თქმა უნდა, ქსელური მაღაზიის მიერ დაგვიანებული თანხა ემსახურება ფულადი სახსრების მობილიზებას და ის, რომ კანონმდებლობით დადგინდეს მისი პასუხისმგებლობა გადასახდელ თანხის ვადებთან დაკავშირებით, მას ამის შესაძლებლობას აღარ მისცემს.

„რასაკვირველია, საოპერაციო ხარჯებს ვეღარ აუვა. რეალურად ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. პასუხისმგებლობა იმის, რომ მას გადასახდელი აქვს ეს თანხა უკვე აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ მან საოპერაციო ხარჯები უკვე სხვაგან გადაისროლოს, აღარ არის საუბარი ქსელების დაბადების დღეებზე, ინვენტარით გაზრდაზე, ბევრი ნიუანსია,“- განაცხადა მწარმოებელმა.

ნინო წილოსანი: „დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის, ამით საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება“

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა. დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g