რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ მომღერალი ნინო ჩხეიძე ესტუმრა. ნინომ რადიოს ეთერში ახალი სიმღერა „გულს უხარია“ შეასრულა.
გავიხსენოთ კარიერის საწყისები…
როდესაც კარიერას იწყებ, თითოეული ადამიანის მიერ მოცემულ ბიძგს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არა „არ დაიდარდს“ მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე მე ვერ გავბედავდი, სიმღერა საჯაროდ ჩამეწერა, მაშინ ეს ჟანრი არ იყო პოპულარული, სწორედ გიორგიმ მიბიძგა, გამერისკა. პირველი სიმღერა იყო „ჩემი გმირი,“ შემდეგ კი ჩავწერე „წაღვერი და თბილისი,“ რომელიც საოცრად პოპულარული გახდა.
რამდენად წარმატებული იყო 2019 წელი?
მეტ-ნაკლებად კარგი წელი იყო, თუმცა უკეთეს წელს ველი. ახალ წელს საზღვარგარეთ ვხვდები, 18 კაციანი შემადგენლობით მივემგზავრები, ბენდთან და მოცეკვავე გუნდთან ერთად. ახალი წლის ღამეს კონცერტის გამართვას ვგეგმავ.

სამომავლო გეგმები…
მინდოდა, საქართველოში მინი, საპრეზენტაციო კონცერტი ჩამეტარებინა, ზაფხულში სიმღერაზე „ამაღამ“ კლიპი გადავიღე, სადაც ბენდის ჟღერადობა კარგად არის ნაჩვენები. საქართველოში კონცერტს აუცილებლად გავაკეთებ და დაგპატიჟებთ.
დღეს რომელი სიმღერა მოგვიტანეთ?
დღეს, რა სიმღერაც მოგიტანეთ, განახლებული რეპერტუარიდანაა. თებერვალში კი ახალი ალბომი გამოვა, სადაც სამხიარულო სიმღერები იქნება შესული. აღნიშნულ ალბომში, მხოლოდ უახლესი კომპოზიციები იქნება შემოთავაზებული.
სიმღერა „გულს უხარია“ ხალხური მოტივებიდანაა ამოღებული, როგორც ქართული, ასევე სომხური. ტექსტი ჩემს მეგობარ, ლაშა მოისწრაფიშვილს ეკუთვნის, არანჟირება ზაზა ხუბუკაშვილსა და ბექა ნიკოლაიშვილს, ის „ნიო სტუდიში“ ჩაიწერა.
ნინო ჩხეიძე – გულს უხარია
გადაცემის აუდიჩანაწერი
ნინო ჩხეიძე – ძველი ჰანგი. არ დაიდარდო
ნინო ჩხეიძე. “კი ან არა” – ბლიც კითხვები
ნინო ჩხეიძე. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



