LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ოჯახი მეყოლება, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება…“ – რატომ არ ფიქრობს დათო კენჭიაშვილი ცოლის მოყვანაზე

180
DATO KENCHIASHVILI

მომღერალი დათო კენჭიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და პასუხობს კითხვას, 41 წლის ასაკში მეოჯახეობის სურვილი ხომ არ გაუმძაფრდა.

„მეოჯახე დავითი რამდენად არის, არ ვიცი. დისშვილების გაზრდაში დიდი წვლილი მიმიძღვის, თუმცა საკუთარი შვილი, ოჯახი, ოჯახური იდილია… არ ვიცი. ალბათ, ზედმეტად თავისუფალი ვარ, მიყვარს ხელოვნებაში ფრენა და ბევრ სხვა რამეზე არ ვფიქრობ. ბუნებრივია, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში აქტუალური და ხელშესახები არ არის.

ანუ მიიჩნევთ, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ოჯახური ცხოვრება მკაცრი ცარჩოებია და ზღუდავს თავისუფლებას?

მაშინ იქიდან უნდა დავიწყოთ, თუ რა არის თავისუფლება. თავისუფლების ინტერპრეტაცია რამდენიმენაირად შეიძლება მოხდეს. მე ვიცი ერთი რამ – როდესაც ოჯახი მეყოლება, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g