გადაცემას „რადიო დუეტი” წლის მუსიკალური დაჯილდეობის „ოქროს ტალღა 2019″ „წლის მომღერალი ქალის” ნომინაციის გამარჯვებული მაკა ზამბახიძე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი(მამულიჩა) და ჯგუფი „ნონ სტოპი” სტურობდნენ. გადაცემის ფარგლებში ყველასთვის საყვარელი სიმღერის „სიყვარული დაფრინავს” ახლებური ვერსიის პრემიერა შედგა, სტუმრებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და რამდენიმე ახალი სიმღერა დააანონსეს, ასევე გავიგეთ რომ ზაფხულის სეზონს მაკა და ბენდი ბათუმში გაატარებენ და ორი თვის განმავლობაში არაერთ კონცერტს გამართავენ.
მაკა, ელოდი თუ არა „ოქროს ტალღის” ჯილდოს?
ძალიან მაგარი შეგრძნებაა, არ ველოდი, რადგან გვერდით მეჯდა ლელა წურწუმია და ვეუბნებოდი, რომ ჩანთა გადადე უკვე მალე სცენაზე უნდა ახვიდეთქო. როდესაც გამოაცხადეს ჩემი სახელი, ვკიოდი, ძალიან ემოციურად შევხვდი, ლელამ მითხრა, რომ მთელი სხეულით ვგრძნობდი, რომ შენ იქნებოდი ამ ნომინაციის გამარჯვებულიო, ჩემთვის ლელას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივი იყო, რომ მასთან ერთად მოვხვდი ამ ნომინაციაში.
მამულიჩა:
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რამდენად აქტუალური იყო მომღერალი იმ წლის განმავლობაში და ეს ჯილდო მართლა იმის შედეგია, რომ ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდით, ახალი სიმღერები, მუსიკალური კლიპი, ბევრი კონცერტი, მგონი დავიმსახურეთ და ჩვენზე მეტად ლელას გაუხარდა.
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ზაფხულში, ?
მამულიჩა:
ზაფხული ბათუმში გვაქვს გაწერილი, იქ გადავალთ ორი თვით. აქვე „ნონ სტოპის” წევრებს გაგაცნობთ: დრამერი სანდრო სახამბერიძე, სოლისტი სალომე ჩიტაძე, ბასი კოკა მამალაძე, გიტარა ზურა კიკნაძე და ნიკოლოზ ჩარკვიანი, საქსაფონი დიტო ლეკვეიშვილი, ტრამპეტი აჩიკო დავითაშვილი.
მაკა:
„ოქროს ტალღაზე” მანუჩარ მანჯავიძის სიმღერით ვიყავი წარდგენილი და ეს გამარჯვება იმხელა მოტივაცია გახდა მისთვის, რომ ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ. ასევე ვმუშაობთ ნატო გელაშვილის სიმღერაზე, ძალიან ძველი სიმღერაა რომელიც არ არის გაჟღერებული, მუშაობის პროცესშია ასევე ჩვენი გუნდის წევრის ნიკოლოზ ჩარკვიანის სიმღერა შესაბამისად თქვენი ხშირი სტუმრები ვიქნებით.
„სიყვარული დაფრინავს” ყველასთვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიის პრემიერა გვაქვს, ვის ეკუთვნის იდეა?
მამულიჩა:
იდეა ჩემია, როგორც კი პირველად გაჟღერდა, მაშინვე მივხვდი რომ წელს ეს სიმღერა ძალიან მაგარი იქნება.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ და გელოდებით უახლოეს მომავალში…
მაკა ზამბახიძე – სიყვარული დაფრინავს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მაკა ზამბახიძე და Nonstop – ჩიორა. Live
მაკა ზამბახიძე & Nonstop. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები