LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ორს ერთმანეთი უყვარს, იქ ერთის მაინც სჭარბობს უმეტესად.. ერთნაირად მაინც ვერ გეყვარება“ – მამა ანდრია

180
ნინო სურგულაძე, დავით ხრიკული (4)

მამა ანდრია სოციალურ ქსელში სიყვარულის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნამდვილი სიყვარული ცალმხრივია.

„ერთ პარადოქსულ საკითხს გეტყვით — ნამდვილი სიყვარული არის ცალმხრივი. შეიძლება იფიქრო, რას ლაპარაკობ მამაო… სიყვარული ვიცით ორმხრივი, მაგრამ მიუკერძოებელი, რომელიც ჩვენგან არაფერს ელოდება, სამაგიეროზე არ გვეხმარება და მუდმივად ხელი გამოწვდილი აქვს — ეს არის ღვთის სიყვარული ჩვენდამი და ცალმხრივი. იმიტომ, რომ ჩვენ იმ სიყვარულს სათანადოდ ვერ ვაფასებთ, ვერ ვპასუხობთ და ზურგსაც ვაქცევთ, ხოლო ღმერთს მაინც ვუყვარვართ,“ — ამბობს მამა ანდრია.

სასულიერო პირის თქმით, მსგავსი რამ ადამიანურ ურთიერთობებშიც შეინიშნება.

„როდესაც ორს ერთმანეთი უყვარს, ერთის სიყვარული მაინც სჭარბობს. ერთნაირად მაინც ვერ გეყვარება. ის, ვისაც უფრო მეტი სიყვარული აქვს, უფრო მეტად ზრუნავს და გულიდან მოდის მისი მზრუნველობა,“ — აღნიშნავს მამა ანდრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g