LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც სამედიცინო დაწესებულების დაფინანსებაზე ამბობ უარს და არ ამბობ უარს ლომჯარიას დაფინანსებაზე, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა სურს, ინტერესი გასაგებია“ – გურამ მაჭარაშვილი

113
გურამ მაჭარაშვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, „რომ შესრულდეს ის, რისი სურვილიც უცხოურ ძალას აქვს, ლუგარის ლაბორატორია კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩება“.

მაჭარაშვილის განცხადებით, „ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, უცხოური ძალის სურვილია მეორე ფრონტი საქართველოში, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ კი, ურთიერთობები გადაიტვირთება როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან“.

„არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის „ერასმუსის“ პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს“ – პაატა მანჯგალაძე

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! – როცა ჩვენ ნაბიჯი ურთიერთობების გადატვირთვისკენ გადავდგით და ვამბობთ, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან გადატვირთვისთვის მზად ვართ, იქიდან ვხედავთ, რომ დაფინანსება ისეთ კარგ საქმეებს უწყდება, რაზეც ჩვენც მადლობას ვამბობთ! სამაგიეროდ, საჯაროდ რადიკალური NGO-ები ფინანსდებიან – როდესაც იქიდან საუბარია, რომ ჩვენ მეგობრობა გვინდა, მაგრამ ქართველ ჯარისკაცს იარაღის შეძენაზე უარს ეუბნები, ხოლო გიგაურს ბომბების შესაძენად აფინანსებ, ვინ დაიჯერებს, რომ მეგობრობა გინდა?! მარტო სიტყვები არაფერს ნიშნავს!

რაც მეტი ასეთი გადაწყვეტილება იქნება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისგან, მით მეტი მტკიცებულება გვექნება ჩვენ და ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ მართალს ვამბობდით – დონორები აფინანსებენ შავ ფულს და იმ NGO-სექტორს, რომელიც ქვეყანაში რევოლუციას ლამობს და დაფინანსებას ისეთ კარგ საქმეებს უწყვეტენ, რომელზეც ჩვენ მადლობას ვიხდით.

როდესაც შენ ამბობ, რომ იარაღს აღარ უყიდი ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად იბრძოდა და სიცოცხლეს სწირავდა მსოფლიო მშვიდობისათვის და სამაგიეროდ, „მოლოტოვის კოქტეილს“ უყიდი გიგაურს, აქ უკვე შენი ინტერესი გასაგებია.

როდესაც სამედიცინო დაწესებულების დაფინანსებაზე ამბობ უარს, რაც ჰუმანური აქტია და რაზეც ჩვენ მადლობელი ვიყავით, სამაგიეროდ არ ამბობ უარს ლომჯარიას დაფინანსებაზე, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა სურს, რა თქმა უნდა, აქაც ინტერესი გასაგებია.

„გამჭვირვალობის კანონის“ მიხედვით, ჩვენ გვინდა, ის რა სიკეთეც ფინანსდება, ამაზე დონორებს მადლობაც კი ვუთხრათ – რაზეც მადლობა უნდა ვუთხრათ, იმაზე უარს ამბობენ და რაზეც ვეუბნებით, რომ არ დააფინანსონ – პარლამენტზე რევოლუციური შტურმი და „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა – ამას ისევ აგრძელებენ.

ეს არის წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის გადმოგდებული პროვოკაცია, რაც რა თქმა უნდა, არ გამოვა.

26 ოქტომბრამდე ასე ტიპის პროვოკაციები იქნება, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები