LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია! – მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბიჭვინთისთვის“ აქცია გაიმართა

110
1111111

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით „ბიჭვინთისთვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, „7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის მითვისებაზე“.

მათივე განმარტებით, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!

„დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.

აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა.

7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის მითვისებაზე.

მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბეთ, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოტოები: მარიამ გეგუჩაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g