ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა სოგრატი (ჭულუხაძე) ლოცვის ძალით არაერთ ადამიანს დაეხმარა სულიერ განკურნებაში.
მის შესახებ სტატიას აქვეყნებს ჟურნალ „სარკე“, სადაც სხვადასხვა რესპონდენტი მამა სოგრატის სასწაულების შესახებ ჰყვება.
„ერთხელ ერთი სახლის საკურთხებლად წაიყვანეს. როდესაც თასში ნაკურთხი წყალი ჩაასხა, ზედ ჯვარი დადო და ლოცვა დაიწყო, ჯვარმა ხტუნაობა დაიწყო, რადგან იმ ოჯახში ეშმაკი იყო. სახლში რომ დაბრუნდა, გაღუნული ჯვარი მაჩვენა. ის ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა…“, იხსენებს ნათელა ნათელა ვაშაკიძე, რომელმაც მამა სოგრატის გვერდით 42 წელი გაატარა და მოძღვარს ეხმარებოდა და უვლიდა.
„ერთმა მორჩილმა ბათუმიდან ჩამოიყვანა ბიჭი, რომელიც კიოდა, მოძღვრისკენ იწევდა, თითქოს უნდა დაერტყა. მამა სოგრატმა მესამე ლოცვა რომ წაიკითხა, ჯვარი ბეჭზე დაადო და ბიჭი იატაკზე დავარდა. მოძღვარმა უთხრა, ადექი და მაკოცეო. ბავშვიც ადგა და აკოცა. ეს ბიჭი გამოჯანმრთელდა“, ჰყვება ქალბატონი ნათელა ჟურნალ „სარკესთან“.
მამა სოგრატი 2016 წელს გარდაიცვალა…
