LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან შეძლებენ თვითდასაქმებულები რეგისტრაციას

236
Capture

21 მაისიდან, არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულები ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ საიტზე რეგისტრაციას შეძლებენ.

რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ მარტივია, მათ საიტზე საკუთარი მონაცემები და საჭირო დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური ონლაინპლატრფორმის შესაქმენლად მუშაობა უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, მოგვიანებით გავრცელდება ინფორმაცია, თუ რა ტიპის საბუთები იქნება საჭირო და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პირმა დახმარების მისაღებად.

რეგისტრაციის პროცედურა და ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გაცემა 1 ივნისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის თვითდასაქმებული პირი, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების და დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა, ამის ნებისმიერი ტიპის დასაბუთების შემთხვევაში (მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი) ერთჯერად, 300-ლარიან დამხარებას მიიღებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარი გამოიყოფა.

magti 5g