გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან – ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
როდიდან გაუმჯობესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, კვირის პროგნოზის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა საუბრობს.
„4 თებერვალს, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 5-ში ღამე ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა. რასაც ვერ ვიტყვით შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმსა და ფოთში +2-3 გრადუსი იქნება. ხოლო მაღალმთიან რაიონებში ყინვა გაძლიერდება. 5-ში დღისით ტემპერატურა მატებას დაიწყებს და შენარჩუნდება 18-19 გრადუსი 7 თებერვლის ჩათვლით. შემდეგ 8-ში შესაძლებელია ისევ არამდგრადობა დაიწყოს“, – ამბობს დოდო გვაზავა.
სრული ვიდეო იხილეთ:
