„თბილისი ენერჯი“ ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალებს ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.
„დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.” – ნათქვამია განცხადებაში