დღეს ექიმები თანხმდებიან, რომ სტომატოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბუნებრივი კბილის მაქსიმალურად შენარჩუნებაა. მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევებში მისი გადარჩენა ვეღარ ხერხდება და აუცილებელია პრობლემური კბილის ამოღება (ექსტრაქცია). ბევრ პაციენტს ამ მანიპულაციის შიში აქვს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ანესთეზიის საშუალებით ის სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა.
როდის არის საჭირო კბილის ექსტრაქცია?
როგორც აღვნიშნეთ, კბილის ამოღებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, ანუ მაშინ, როდესაც ვერც კბილის დაბჟენა ხერხდება და სხვა ტიპის მანიპულაციებიც შეუძლებელია. ექსტრაქციის საჭიროება ხშირად დგება ღრმა კარიესის, ფესვთან განვითარებული ინფექციების, ანთებითი პროცესებისა და პაროდონტოზის დაავადების დროს. კბილის ამოღება შეიძლება აუცილებელი გახდეს ორთოდონტიული მკურნალობის პროცესშიც ბრეკეტების, ელაინერის ან სხვა ტიპის ორთოდონტიული კონსტრუქციებისთვის საკმარისი სივრცის არარსებობის შემთხვევაში. აგრეთვე, ხშირად მიმართავენ სიბრძნის კბილის ექსტრაქციასაც, თუკი ის იწვევს ტკივილს ან აწვება მიმდებარე კბილებს.
აღსანიშნავია, რომ დროული ჩარევის შემთხვევაში კბილის დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამიტომ არასდროს უგულებელყოთ კბილის ტკივილი ან სხვა ტიპის დისკომფორტი და არ გადადოთ ვიზიტი სპეციალისტთან. ასე მარტივად, უმტკივნეულოდ და ზედმეტი მანიპულაციების გარეშე შეძლებთ პრობლემის მოგვარებას. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან.
დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაგეგმვა
კბილის ექსტრაქციამდე უმნიშვნელოვანესია დეტალური დიაგნოსტიკა, რათა ექიმი დარწმუნდეს, ნამდვილად დგას თუ არა კბილის ამოღების საჭიროება და ხომ არ არის შესაძლებელი კბილის გადარჩენა სხვა მანიპულაციებით.
საწყის ეტაპზე სტომატოლოგი აფასებს პირის ღრუს ზოგად მდგომარეობას, კბილის დაზიანების ხარისხსა და პაციენტის სიმპტომებს. ამის შემდეგ ინიშნება რენტგენოლოგიური კვლევა, რაც ექიმს კბილის ფესვების, ძვლოვანი ქსოვილისა და მიმდებარე სტრუქტურების დეტალურად შეფასების საშუალებას აძლევს.
მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება, რომელი ტიპის ექსტრაქცია იქნება საჭირო – მარტივი თუ რთული ექსტრაქცია. ნებისმიერ შემთხვევაში ანესთეზიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პროცედურა უმტკივნეულო და კომფორტულია.
კბილის ამოღების შემდეგ აუცილებელია, პაციენტს დაენიშნოს სწორი მკურნალობა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გართულებების განვითარების რისკი და დაჩქარდეს აღდგენის პროცესი.
თუ გაწუხებთ რაიმე ტიპის სტომატოლოგიური პრობლემა ან გსურთ ეწვიოთ სპეციალისტს პროფილაქტიკის მიზნით, დაჯავშნეთ ვიზიტი „პრიმეროში“. კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური ექიმებით. რაც მთავარია, „პრიმერო“ ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას და ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგზე.
(R)
