თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დიდი, საახალწლო ბურთი დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი ავრცელებს.
“როცა გიყვარს, უფრთხილდები; როცა გიხარია, სიკეთეს გადასცემ- როგორც ჩანს სწორედ ამის ნაკლებობაა დღეს ჩვენს ქალაქში…
მეგობრებო, აი, ასე გამოიყურება დღეს რუსთაველზე ეს ლამაზი საახალწლო ბურთი.რასაკვირველია, თბილისის მერია აღადგენს მას პირვანდელი სახით, მაგრამ როდის ჩაანაცვლებს ნგრევას და განადგურებას ზრუნვა და სიყვარული?” – წერს კახა კალაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი თავის სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/mtoqma/posts/1754538681244786?pnref=story