LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაბრუნდება საქართველოში ხათუნა იოსელიანი: „18 წელია აქ ვარ – ნიუ-იორკში. ამ ქვეყნის მადლიერი ვარ, რადგან ჩემი ოჯახი ფეხზე დააყენა და რთული წლები გადაგვატანინა, მაგრამ ჩემს საქართველოს არაფერი შეედრება!“

216
ხათუნა იოსელიანი

ხათუნა იოსელიანი, რომელიც უკვე 18 წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობს, ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს.

ვიცით, რომ 2006 წლიდან აშშ-ში ცხოვრობთ. როგორია შორიდან დანახული საქართველო, მისი დღევანდელობა?

18 წელია აქ ვარ – ნიუ-იორკში. ამ ქვეყნის მადლიერი ვარ, რადგან ჩემი ოჯახი ფეხზე დააყენა და რთული წლები გადაგვატანინა, მაგრამ ჩემს საქართველოს არაფერი შეედრება! ძალიან მწყდება გული იმის გამო, რასაც ახლა ვხედავ: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორი ძმა დავკარგე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახლა ისევ უკან გვაბრუნებენ? გამოდის, რომ ყველაფერი ფუჭი ყოფილა?! კი მაგრამ, „მეგობარმა” რუსეთმა არ დაგვიხოცა ამდენი ვაჟკაცი?! არ ვეთანხმები ამ პოლიტიკას და რუსეთის მომხრეც არასდროს ვიქნები! არ მიყვარს უმადური ადამიანები, რომლებმაც ამერიკის და ევროპის დახმარებით სული მოითქვეს და ახლა მათ მტრად აცხადებენ.

ქალბატონო ხათუნა, ისიც ვიცით, რომ ამერიკაშიც ქართულ საქმეს აკეთებთ და ქართულ თეატრს ემსახურებით.

დიახ, ნიუ-იორკის „ქართული კულტურის ცენტრმა” მომცა საშუალება, ისევ ქართულ კულტურას ვემსახურო. ამ ცენტრის დამფუძნებლები არიან ვიქტორ სირელსონი და მისი მეუღლე – ლია ბახტურიძე-სირელსონი. ამ წლების განმავლობაში, ქართველ ბავშვებსაც ვასწავლიდი და პარალელურად, ქალბატონ ლიკას სპექტაკლებშიც ვთამაშობდი. შემდეგში რეჟისორის ფუნქცია მეც შევითავსე და საბავშვო სპექტაკლები დავდგი, კერძოდ: „ნაცარქექია”, “სამი გოჭი,”, “ჰელადოსი”, „შთამომავლობა”, “თეთრი ბაირაღები” და ა.შ. ახლა ახალგაზრდა რეჟისორი, გიორგი წითური, მუშაობს ახალ პიესაზე და პატარა ეპიზოდს დავჯერდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

დაბოლოს, ალბათ დაბრუნებაზე ბევრჯერ გიფიქრიათ. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში დაბრუნება და როდის?

ჩემთან ერთად, უკვე 9 წელია, ცხოვრობს ჩემი ქალიშვილი მაკა შენგელია. მალე ვაპირებ დაბრუნებას. მე ცუცა კაპანაძესთან ერთად ჩამოვედი აქ და დაბრუნებითაც ჩემს საყვარელ ცუცასა და მაკასთან ერთად დავბრუნდები. იქ არის ჩემი ადგილი, ჩემი შვილიშვილი საშკა, ჩემი დები, ძმა – მიშა, ნათესავები, მეგობრები, ახლობელთა საფლავები და რაც მთავარია, ჩემი გული იქ არის – საქართველოში!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები