LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაბრუნდებიან Wizz Air და Ryanair საქართველოში – „მალე შევძლებთ გავზარდოთ ფრენების სიხშირე“

215
20191122123922

როდის დაბრუნდებიან Wizz Air და Ryanair საქართველოში – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტების იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას შეეხებოდა.

„იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მალე შევძლებთ გავზარდოთ ფრენების სიხშირე, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ეტაპობრივი გახსნის პრინციპიდან გამომდინარე, ყოველდღიურად სხვადასხვა ავიაკომპანია ემატება საეჰაერო სივრცეს.

„ევროკავშირთან მიმართებით ჩვენ გვაქვს რეგულარული ავიამიმოსვლა, „აერფრენსი” ოპერირებს, ასევე „ლუფთჰანზა” გერმანიიდან, რიგიდან გვაქვს ასევე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი ჩარტერული რეისებით ახორციელებდა მიმდინარე თვის განმავლობაში ერაერთ ევროპულ ქვეყანასთან მიმოსვლას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნების მოგზაურები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეუფერხებლად ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში,”- აღნიშნა ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g