თბილისში წერეთლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე – თევდორე მღვდლის ქუჩაზე სამუშაოების შეფერხება კონტრაქტორი კომპანიის დაუდევრობის ბრალია, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოებს ასრულებდა კომპანია “არენამშენი”, რომელსაც დროში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ჰქონდა, სწორედ ამიტომ შეწყდა კონტრაქტი, გამოცხადდა ხელახალი ელექტრონული ტენდერი, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული კომპანია ოთხი მიმართულებით და სამუშაოებს ისინი შეასრულებენ.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, გზების აღდგენის პროცესი დაწყებულია და ძირითადად ნოემბრის განმავლობაში, ზოგიერთ მონაკვეთში კი, დეკემბრის შუა რიცხვებამდე გზა მთლიანად იქნება აღდგენილი.