LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიკლო 20 კილო ანი კეკუამ: „სულ არ მინდა, ძლიერი ქალი ვიყო, სიამოვნებით დავიტოვებდი თავს საზრუნავ ობიექტად…“

708
ანი კეკუა

ანი კეკუა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, როდის დაიკლო 20 კილოგრამი:

„სხვათა შორის, ბევრმა მკითხა, „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“ რამდენი კილოს დაკლებამ მოგიწიაო. არც ერთი კილოგრამის დაკლებამ არ მომიწია, რადგან წელიწადნახევრით ადრე, ვიდრე ამ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი…“

ანი ასევე საუბრობს იმის შესახებაც, რომ საკუთარ თავს ყველაფერში ბევრს სთხოვს და მაქსიმალისტია:

მიყვარს მუშაობა, არ მეთაკილება და ალბათ, ეს მაძლიერებს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მინდა, ძლიერი ქალი ვიყო, დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი თავს საზრუნავ ობიექტად (იცინის). ზოგადად, ქალმა აუცილებელია იგრძნო ქალური სისუსტე. მიყვარს რომანტიზმი, მომწონს, როცა ვიღაც ზრუნავს ჩემზე და მიყვარს, როცა სუსტ ქალად ვგრძნობ თავს და არა ძლიერად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g