LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება კრეტას მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი ფრენები?

150

2017 წლიდან თბილისიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტას მიმართულებით, პირდაპირი ფრენები განხორციელდება. თბილისი -ირაკლიონი (კრეტა) ავიარეისები 24 მაისიდან დაიწყება.

როგორც ”ფორტუნას” ტურისტული კომპანია My way travel-დან აცნობეს, ფრენებს კომპანია ”ელინეარი” შეასრულებს.

კომპანია საბერძნეთის მიმართულებით ჯავშნებს MOUZENIDIS TRAVEL-ით ახორციელებს.

დაწყებულია ნაადრევი ჯავშნების აქციაც, რომლის ფარგლებშიც 70%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

”ელინეარი MOUZENIDIS TRAVEL-ის კომპანიაა, რომელიც კრეტას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ავიაბილეთები ცალკე არ იყიდება. აპარტამენტებისა და ფრენის მინიმალური ფასი, ნაადრევი ჯავშანის შემთხვევაში 389 ევროა. მაღალი დონის, ლაქშერი სასტუმროების ფასი კი 1720 ევრომდეა”, – განაცხადეს ”ფორტუნასთან” ტურისტულ კომპანია My way travel-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები