LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირში?

124

საქართველო უახლოეს მომავალში მოხვდება იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი. ამის შესახებ დღეს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა.

როგორ კერესელიძემ აღნიშნა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რასაც ევროკავშირის რეგულაციები თაფლთან მიმართებაში ითვალისწინებდა. ესაბამისად, უახლოეს პერიოდში მოხდება საქართველოს ჩასმა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g