LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა?

102

საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული (E60) მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მსენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის სესახებ “ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის ივნისში უკვე გაიხსნა, დაჩენილ 5 კილომეტრზე  სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4-ზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის (ქვაყრილისა და რენოლეიბების) მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაუმჯობესდება  ავტოტრანსპორტის  უსაფრთხო გადაადგილება  და მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

სამუშაოებზე 310 ადამიანია დასაქმებული.

magti 5g