LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება ბათუმში მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა?

54

ბათუმში მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის მოწყობა და პირველი-მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას სულ რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა საფუძველი.

მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება. ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე, 30 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, ეს რიცხვი 60-მდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g