„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონი სულ უფრო ახლოვდება, სერიალის შემქმნელები კი უკვე მის სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. პროდიუსერებმა დევიდ ბენიოფმა და დენ უაისმა აღნიშნეს, რომ პროექტი 8 სეზონით დასრულდება და მასში ექვსი სერია შევა.
თავისი აზრი გამოთქვეს კრიტიკოსებმაც. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თაყვანისმცემლები სერიალის დასასრულისთვის უნდა მოემზადონ, რადგან მე-9 სეზონამდე მისი გაწელვა, არაფრისმომტანი იქნება.