LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება ყველაზე ძვირადღირებული სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა

92

სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთის პროექტი დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტთა შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისი ღირებულება  254 მილიონ ლარს შეადგენს და მონაკვეთის მშენებლობა ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს: 18.5 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 9 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძის, მიწისქვეშა გასასვლელების, საქონლის და საველე გასასვლელების მშენებლობას.

ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაიზრდება  სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

magti 5g