LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოიდარებს საქართველოში – რას აცხადებს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი

575
1a326bfc-c5c5-4025-abd3-c4362b587a32

დღეს საქართველოში დაბალი ტემპერატურა და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი შედარებით გაუმჯობესდება და ტემპერატურა მოიმატებს.

მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის განცხადებით, დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

„დღეს თბილისში, ასევე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია +9+10 გრადუსი სითბო. შიდა ქართლში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე მოიმატებს.

30 აპრილს, ამინდი შედარებით გაუმჯობესდება და ტემპერატურა +5 გრადუსით მოიმატებს. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა მოღრუბლულობა და ნისლი.

1 მაისიდან მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება მთელს საქართველოში, ამასთან, დღის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

ცალკეულ რაიონებში, მათ შორის, თბილისში ტემპერატურა +20 გრადუსს გადააჭარბებს“, – უთხრა მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g