LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოვა “ავატარის” მომდევნო ნაწილები

146

ამერიკელმა რეჟისორმა, ჯეიმს კემერონმა განაცხადა, რომ „ავატარის“ ოთხი ნაწილის სცენარი უკვე მზად არის. ამ დროისთვის კი პირველი ორი ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს.

რეჟისორის თქმით, ფილმის მეორე და მესამე ნაწილები 2020 და 2021 წლებში გამოვა. მათი გადაღებები სამ თვეზე მეტია დაწყებულია. მეოთხე და მეხუთე ნაწილის სცენარები კი დასრულებულია, თუმცა გადაღებები წინა ორი ნაწილის გადაღებების დასრულების შემდეგ დაიწყება. დასკვნით ეპიზოდებს მაყურებლები 2024 და 2025 წლებში იხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები