LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იქცევა სხვისი წარმატება თვითშეფასების პრობლემად ?

1127
ლიკა კუჭუხიძ

NLP ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე სოციალურ ქსელებში ადამიანის ქცევა ხშირად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ისაუბრა.

მისი თქმით, იმის მიღმა, თუ რა ფოტოებსა და კადრებს აქვეყნებს ადამიანი საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში – რეალურს თუ გარკვეულწილად „დადგმულს“ – შესაძლებელია მისი ფსიქოტიპისა და თვითშეფასების გარკვეული ასპექტების დანახვა.

„დღეს სოციალური ქსელები საინტერესო ფსიქოლოგიურ სივრცედ იქცა. იმის მიღმა, რა რეალურ თუ არარეალურ კადრებს დებს ადამიანი თავის შესახებ სოციალურ ქსელში, შეგვიძლია გარკვეულწილად გავიგოთ მისი ფსიქოტიპი და როგორი თვითშეფასება აქვს მას. ზოგ შემთხვევაში ეს თვითშეფასების უკმარისობასა და იდენტობის კრიზისზეც მიანიშნებს, თუმცა ყოველთვის ასე არ არის“, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისი განმარტებით, სრულიად ბუნებრივია, როცა ადამიანი ლამაზ ფოტოებს იღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რადგან ეს მომენტების შენახვასა და მოგვიანებით გახსენებას ემსახურება. თუმცა, ფსიქოლოგის თქმით, არსებობს გარკვეული ზღვარი.

„თუ ადამიანი სხვის მანქანასთან გადაიღებს ფოტოს, სხვისი ლამაზი სახლის წინ გადაიღებს და შემდეგ ამას სოციალურ ქსელში დადებს, მერე კი სახლში დაბრუნებული იფიქრებს: მეც მომწონს ასეთი ცხოვრება, მინდა მსგავსი შედეგი და ამისთვის ვიმუშავებ – ეს შეიძლება მოტივაციად იქცეს. მაგრამ თუ იქიდან წამოვა და დაიწყებს ფიქრს, რომ სხვას გაუმართლა, მას კი არა, ან ღმერთმა სხვას გადმოხედა და მას – არა, ამ დროს უკვე თვითშეფასება ეცემა“, – განმარტავს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა უქვეითდება და საკუთარ თავს მანამდე არსებულზე უფრო დაბალ შეფასებას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g