LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის მიხვდა სალომე ზურაბიშვილი რომ ყველას გვისმენენ, გუშინ?! ესე იგი მანამდე ტელეფონი არ ჰქონია: უსუფაშვილი

78
სალომე და უსუფა

მე არ ვიცი, როდის მიხვდა სალომე ზურაბიშვილი, რომ ყველას გვისმენენ – გუშინ?! ესე იგი, მანამდე ტელეფონი არ ჰქონია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც ე.წ.მოსმენების კანონზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„საკითხები, რომელიც უნდა წყდებოდეს, იხილებოდეს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტის შეხვედრის დროს, რათა მათ ორივემ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უკეთ წარმოადგინონ ქვეყანა, რადგან ერთი სახელმწიფოს მეთაურია, მეორე მთავრობის მეთაური, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საერთოდ არ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი და ურთიერთობა და მედიის მეშვეობით, გადაძახილებით ესაუბრებიან ერთმანეთს, ეს არის დაუშვებელი. ეს არის იმ მანკიერი მმართველობის სისტემის ბრალი, რაც დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში. ასეთი დანაბარებით საქმეები ვერ კეთდება, რადგან ამის მიღების შემდეგ ერთი იქნება თუ მეორე, სწორედაც ჯინაზე არ გააკეთებს ამას”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ზოგადად მისი გუშინდელი განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნების” პირობებში სახელმწიფოს მართვის სისტემა დარღვეულია.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველანი სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, იმაზე ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g