LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შევა “რუსთავი 2”-ში დავით დვალი

47

დავით დვალი დარწმუნებულია, რომ დროებითი მმართველების შესვლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში მოხდება, ამის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა. დვალი ამბობს, რომ კიდევ დარჩა შესასრულებელი რამდენიმე სამართლებრივი პროცედურა და გადაწყვეტილება ტელეკომპანიას წერილობით უნდა ჩაბარდეს, ამის შემდეგ კი დროებით მმართველებს უკვე შეეძლებათ, „რუსთავი 2“-ში შევიდნენ.

„პირველ რიგში, შევეცდებით, დიალოგით მოვაგვაროთ საკითხი. არცერთ სცენარში არ გვაქვს გათვალისწინებული სამართალდამცველებისთვის მიმართვა, რომ უზრუნველყონ ჩვენი ტელეკომპანიაში შესვლა, გარწმუნებთ, ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოხდება,“ – ამბობს დვალი.

მისივე თქმით, დრევანდელი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ იგი ესაუბრა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მათთვის მისაღებ დროსა და ადგილას შეხვდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„ამის შემდეგ მათი გადასაწყვეტი იქნება, როგორ მოიქცევიან. მე ხაზს ვუსვამ, მზად ვარ ნებისმიერ მათგანთან ერთად გავაგრძელო მუშაობა და გავაკეთოთ ზეწოლისგან თავისუფალი ტელევიზია,“ – აცხადებს დავით დვალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g