LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ვიმოგზაურებთ ევროპაში უვიზოდ?

53

ჩემი აზრით, ვიზალიბერალიზაციას საქართველო საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღებს, თუმცა გამორიცხული არაფერია, ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დამოკიდებული არ არის.

“ეს საკითხი ორ ადგილას არის გადასაწყვეტი, პირველი, ეს არის ევროპარლამენტი, ხოლო მეორე – 10 ივნისს იკრიბებიან 28 ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები და მათ უნდა მიიღონ  გადაწყვეტილება, მიანიჭებს თუ არა ეს ორგანო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. პრობლემა არ არის ევროპარლამენტში, თუმცა პრობლემები და შეფერხების საფრთხე არის იმ დაწესებულებაში, რომელმაც პარასკევს უნდა იმსჯელოს. ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ, მომზადებულია ახალი კანონპროექტი, რომელიც ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ამ ქვეყნიდან ბევრი მიგრანტი ჩავა და დარჩება ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი მოითხოვს, რომ აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მიენიჭოს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანამ შეასრულა ვალდებულებბი და ამიტომ უკვე იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას.

“სამჯერ იყო მცდელობა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულიყო, თუმცა ეს ვერ მოხდა. მთლიანად მათ პოლიტიკურ ნებაზე ვართ დამოკიდებული და აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული შიდა საქმეებზე, როგორებიცაა კორცხელის ინცინდენტი ან რუსთავი ორის სასამართლო პროცესები. არავინ არ უკავშირებს ვიზალიბერალიზაციას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ეს სულ სხვადასხვა რამეებია. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო და ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნებმაც უნდა ჩაიაროს,  მაშინ ჩავატაროთ ყველა არჩევნები და ასე 40 წლის მერე მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას. ეს მიდგომა არასწორია” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g