სამშენებლო კომპანია “როდოსი” მომხმარებელს ახალ შეთავაზებას უკეთებს. როგორ „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, მსურველებს „როდოსი“ ნუცუბიძის ქუჩის 72-ში, თითქმის დასრულებულ კომპლექსში ბინებს 690$-ად სთავაზობს.
„ჩვენთან ბინის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 20 წლამდე იპოთეკური სესხით, წლიური 6%, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, ან ისარგებლეთ 0%-იანი შიდა განვადებით“, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, კომპანია საცხოვრებელ კომპლექსს ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად აშენებს.
„მშენებლობა მიმდინარეობს მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალებით, რაც ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს, ასევე საშუალებას გვაძლევს შენობის გათბობასა და გაგრილებაზე 30 %-მდე ენერგო-ეკონომიას მივაღწიოთ. ორთქლ შეღწევადობის თვისებების გამო ენერგოეფექტური მასალის განაშენებული სახლი “სუნთქავს”, როგორც ხის მასალით აშენებული. ეს თვისება განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან“, – განმარტეს „როდოსში“.
კომპლექსი შედგება 14 საცხოვრებელი სართულისგან, აქვს 2 სადარბაზო, სადაც წარმოდგენილია 136 ბინა, ასევე ღია და დახურული ავტოსადგომი. კომპლექსში გარდა საცხოვრებელი ბინებისა წარმოდგენილია 8 კომერციული ფართი. საცხოვრებელი ბინების ფართი იწყება 60კვ.მ-დან და ადის 205კვ.მ-მდე. პროექტში გაერთიანებულია ერთი, ორი და სამ საძინებლიანი ბინები, სტუდიოს ტიპის და დამოუკიდებელი სამზარეულოთი.
სამშენებლო კომპანია „როდოსი“ 2014 წელს დაარსდა ქართულ-ბრიტანული ინვესტირებით.