LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აატირა ვიქტორია ბექჰემმა ნიკოლა პელტცი ქორწილში – გამოცემა People შოკისმომგვრელ დეტალებს ასაჯაროებს

3082
page

ბექჰემების ოჯახში დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მძაფრდება. ახლახან, ახალი დეტალები გამოცემა People-მა გაავრცელა. როგორც ირკვევა, ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის გრანდიოზულ ქორწილში, ერთმა შემთხვევამ ნიკოლა ცრემლებამდე მიიყვანა.

წყაროს ცნობით, ეს ქორწილის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, ნეფე-პატარძლის პირველი ცეკვის დროს მოხდა. ცნობილი მომღერალი, მარკ ენტონი, რომელიც ბექჰემების ოჯახის ახლო მეგობარია, მზად იყო, სიმღერა შეესრულებინა ბრუკლინისა და ნიკოლას პირველი ცეკვისთვის, თუმცა, სიმღერის დაწყებამდე ენტონიმ სცენაზე ბრუკლინი მოიხმო და განაცხადა:

„ყველაზე ლამაზი ქალი ამ დარბაზში დღეს ვიქტორია ბექჰემია!“

დარბაზი გაჩუმდა, სტუმრები გაოცებულები უყურებდნენ, როგორ დაიწყო ვიქტორიამ ბრუკლინთან ცეკვა, რამაც ნიკოლა ემოციურად ისე დააზარალა, რომ ოთახიდან ატირებული გავარდა.

„ნიკოლას ეგონა, რომ ვიქტორიამ ეს სპეციალურად გააკეთა. ეს ხომ მათი პირველი ცეკვა იყო და ის მას დედამთილმა მოჰპარა. ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ დარბაზში ნემსის დაცემის ხმაც კი ისმოდა“, – აცხადებს წყარო People-თან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ცოლს სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა:

„შენ ჩემი მთელი სამყარო ხარ, მე ყოველთვის შენ აგირჩევ. შენ ხარ ყველაზე საოცარი ადამიანი, ერთად სამუდამოდ!“, – დაწერა ბრუკლინმა.

„იქნება ბევრი ცრემლი!“ – ვიქტორია ბექჰემი დოკუმენტური სერიალით ბრუნდება, რომელშიც ყველაფერს იტყვის

„ამ სიტყვებით ყველაფერი მკაფიო გახდა!“ – რძალ-დედამთილის შუღლის ფონზე, ბრუკლინ ბექჰემი პოსტს ავრცელებს

ვიქტორია ბექჰემმა რძალი საოჯახო ფოტოდან ჩამოჭრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები