ავთანდილ ცქვიტინიძემ „სხვა შუადღეში“ საკუთარი რუბრიკა დაიწყო და გადაცემის თანაწამყვანის, თიკა ფაცაციას შესახებ უცნობი ამბავი გაუზიარა მაყურებელს. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, ის მოდელებს ეძებდა, როდესაც ერთ-ერთ სკოლაში აღმოჩნდა, სადაც თიკა ფაცაცია შეამჩნია. ავთანდილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მისი სიმაღლითა და თვალებით მოიხიბლა, რომელიც „სულ ვარსკვლავებივით უციმციმებს“.