LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღმოჩნდნენ აბუ-დაბის ინციდენტის შემდეგ, ერთ საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ლაშა გაბიტაშვილი

147
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-18T233850.084

გადაცემა „რეაქციაში“ ლაშა გაბიტაშვილი დეტალურად იხსენებს, როგორ აღმოჩნდა აბუ-დაბის ინციდენტის შემდეგ, ციხის ერთ საკანში „ოცნების“ დეპუტატებთან ერთად.

მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატები ყველა გზას იყენებდნენ იმისთვის, რომ ციხეში არ მოხვედრილიყვნენ და პასუხისმგებლობა აერიდებინათ.

„ჩხუბის შემდეგ გამოძახებული იქნა პოლიცია, ამის შემდეგ ჩემი მთავარი მიზანი იყო, ის იმუნიტეტი და ძალაუფლების განცდა, რაც საქართველოში აქვთ, მოხსნილიყო და ცოტა სხვანაირად შეეხედათ ამ ყველაფრისთვის.

ჩემი თვითმიზანი ციხეში ვიღაცის დიდხანს გაშვება, ან რაღაც არ ყოფილა. ისინი თავისას ცდილობდნენ, გაგიჟებულები იყვნენ, რომ ეს კადრები გავრცელდა, იმიტომ რომ მათი მთავარი შიში კადრებია, რადგან აქედან გადაღებული კადრების გავრცელება არ უნდათ, თავიანთ გადაღებულებს კი ავრცელებენ როგორც უნდათ.

პირველი თავდასხმა, სადაც ზარქუა თავს მესხმის, შიდა ჩათებში გაავრცელეს, რომ „აი, დავსაჯეთ“. დიპლომატიური პასპორტების გამოყენებას ცდილობდნენ, რომ პასუხისმგებლობა აეცილებინათ. ასევე ცდილობდნენ, რომ კადრების გავრცელების გამო, პოლიციას საქმე აღეძრა, ან პრობლემები შეექმნა ჩემთვის.

მოვიდა პოლიცია და მითხრა, რომ ისინი აღარ ჩიოდნენ და თუ მეც არ ვჩიოდი, დაგვესრულებინა საქმე, რაზედაც მე უარი განვაცხადე. მე გოგოლაძე იდენტიფიცირებული არ მყავდა და გოჩა ენუქიძეც იმ სიტუაციაში არ იყო, შესაბამისად, მხოლოდ სამი ადამიანი-ზარქუა, სანიკიძე და სამხარაული მყავდა იდენტიფიცირებული. ისინი პოლიციას ეუბნებოდნენ, რომ მე პოლიტიკური რადიკალიზმით ვარ დაკავებული, ან ოპერაციას ვუწყობ ხელს.

როდესაც პოლიციაში წავედი, რომ საქმე უნდა წასულიყო, ისე გამოვიდა სიტუაცია, რომ მეც იზოლატორში გადამიყვანეს. თუმცა მიზეზი ჩემთვის გაუგებარი იყო. მოხდა ჩემი დაკითხვა. როდესაც მიხვდნენ, რომ მე იქ პროვოკაციის მოსაწყობად არ ვიყავი ჩასული, ყველა კითხვა გავაქარწყლე, ჩემი ტელეფონიც შეისწავლეს, ყველაფერი ნახეს, ინფორმაცია მე გავავრცელე თუ არა, შესაბამისად, მეორე დღეს მოხდა დეპუტატების დაკავება.

პირველი ღამე სხვადასხვა იზოლატორში ვიყავით, მაგრამ დღის განმავლობაში, საკვების მიღების დროს ერთად ვიყავით, ბოლო დღეც, ერთად, ერთ საკანში გავატარეთ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, ავუხსენი, რომ მე მათთან პირადული პრობლემა არ მქონია, მთავარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სამართალს რომ ვპოულობთ ქვეყანაში, მათთან ამაზე მქონდა პრობლემა, როგორც ერთ მოქალაქეს. სინი ბედნიერები არ იყვნენ, რომ ერთ საკანში ვყოფილიყავით და პირისპირ მესაუბრა, მაგრამ არ გვქონია დაძაბული სიტუაცია, ჩვეულებრივად ვსაუბრობდი“, – იხსენებს გაბიტაშვილი.

„თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია“ – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

ცნობისათვის, 13 იანვარს აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g