21 მარტს, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ქალიშვილი, ლეა დე სენა ერთი წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მოდელმა და მსახიობმა ლოს-ანჯელესის საკუთარი სახლის ეზოში ბავშვებისა და უფროსებისთვის წვეულება მოაწყეს.
პატარა სტუმრებს თავად კუპერი ართობდა, რომელიც მათ ძაღლის ფორმაში გამოწყობილი დახვდა. ბაღი მთლიანად ბურთებით იყო გაწყობილი და ადგილზე მისულებს ნაყინით უმასპინძლდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ირინასა და ბრედლის რომანი 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. 2016 წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ისინი მშობლები გახდებოდნენ.

