28 ნოემბერი – ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამორჩეული დღეა. ტრადიციულად, მადლიერების დღეს ამერიკელები ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავენ.
ნახეთ, როგორ აღნიშნეს ცნობილმა ადამიანემა დღესასწაული. შევიხედოთ ჯენიფერ ლოპესის, კეტი პერის, მერაია ქერის, მადონას, ჯარედ ლეტოსა და რობი უაილიამსის ოჯახებში.
„ძალიან მადლიერი ვარ დღეს და ყოველდღე“ – წერს ჯენიფერ ლოპესი ,,ტვიტერზე” და თავის საქმროსთან, ალექს როდრიგესთან და შვილებთან ერთად გადაღბულ ფოტოს გვიზიარებს.
მომღრალი კეტი პერი მადლიერების დღეს იაპონიაში, ქალაქ კიოტოში, თავის საქმრო, ორლანდო ბლუმთან ერთად შეხვდა.
მერაია ქერი დღესასწაულს ყოფილი ქმრის, ნიკ ქენონისა და შვილების გარემოცვაში შეხვდა.
მადონამ, რომელმაც კონცერტები ავადმყოფობის გამო გააუქმა, დღესასწაული სახლში გაატარა, სოციალურ ქსელში კი დაწერა: „ერთადერთი რაც მინდა, ეს მშვიდობაა.“
ჯარედ ლეტომ კი თავისი კულინარიული ნიჭი გამოამჟღავნა და სამზარეულოში, კერძის გაკეთების პროცესში გადაღებული ფოტო გაგვიზიარა.
მომღერალი რობი უილიამსი კი როგორც ჩანს, რაღაც გრანდიოზულს გვიმზადებს, ფოტოზე ასახულია, პროცესი, თუ როგორც ამზადებს ვარსკვლავი კერძს, პროცესს კი კამერები იღებენ.