გადაცემა Sport შოუს წამყვანი, ოთარ ტატიშვილი, ივნისის ბოლოს გავრცელებულ ვიდეოში ქართველი ფეხბურთელების მიერ ერთ-ერთ თამაშზე გამოხატული პროტესტის შესახებ ისაუბრა, როცა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ტელეწამყვანმა უცენზუროდ მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. ოთარ ტატიშვილმა, სპორტი და პოლიტიკა „გამიჯნა“ და ვლადიმერ პუტინს, როგორც ძიუდოისტს და როგორც პოლიტიკოსს, ცალ-ცალკე შეაგინა.
ვიდეო ახლა გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ „კურიერი p.s.“-ის ეთერში ვლადიმერ პუტინი უცენზურო გამონათქვამებით შეამკო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.