LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახება განქორწინება ბავშვის ფსიქიკაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

164
nana-facacia

გადაცემის ლაივი LIVE

განქორწინებების რიცხვი სტატისუკურად გაზრდილია. იმისთვის, რომ მშობლების განქორწინებამ ბავშვს ტრავმა არ დაუტოვოს, მოისმინეთ ფსიქოლოგის რჩევები. მარტა ქარუმიძის გადაცემას “7 რჩევა ფსიქოლოგისჰან” ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია სტუმრობდა.

როგორია მშობლების განქორწინების შემდგომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

ოჯახში დაძაბულობა, ხშირი კონფლიქტები, განქორწინების პროცესი და განქორწინების შემდგომი დავები ყოფილ პარტნიორებს შორის, ყველაზე რთულად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. მშოვლებს ხშირად გონიათ, რომ ბავშვი ვერ ხვდება, ვერ ამჩნევს, სინამდვილეში ბავშვები კარგად აცნობიერებენ მოვლენებს. განქორინების შემდგომ ხშირია უთანხმოება მშობლებს შორის უფლებების გადანაწილებასა და ბავშვის აღზრდის პროცესში რომელიმე მშობლის უპირატესად ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით.

ბავშვები მეტწილად ხდებიან მშობლებს შორის ქიშპობის მთავარ „იარაღად“. ფაქტობრივად, ასეთ გარემოში ბავშვი პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის მსხვერპები არიან ოჯახის წევრებისა და მშობლების მხრიდან.

განსაკუთრებით რთულად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე მისი რომელიმე მშობლის აუგად მოხსენიება გარემომცველი ახლობლების მხრიდან, ხშირად ბებია-ბაბუა, ოჯახის ახლო ნათესავებიც კი აქტიურად არიან ჩართულები განქორწინების შემდგომი დავის პროცესში და ბავშვების თანდასწრებით ხდება განხილვები და შეფასებები კონფლიქტური საკითხების, რაც რთულად აისახება მოზარდის შემდგომ სრულფასოვანი ფსიქოლოგიურ განვითარებაზე.

არის შემთხვევები, როცა მშობელი ,რომელთანაც ბავშვი იმყოფება, ხშირად უზღუდავს მას მეორე მშობელთან ურთიერთობას, რაც მოზარდს აყენებს არათანაბარი მდგომარეობაში მშობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მსგავსი ფაქტები რა თქმა უნდა ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობად არის მიჩნეული და დანაშაულად, რაც ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება და ილექება მეხსიერაბაში. მეორე რთული საკითხია, მშობლები რომლებიც განქორწინების შემდგომ უგულებელყოფენ შვილებს, არა აქვთ ურთიერთობა, მსგავსი სტრესული გამოცდილება უარყოფითად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე და აფერხებს მოზარდის სრულფასოვან განვითარებას.

მიუხედავად მშობლების განქორწინებისა, ბავშვის და მოზარდის ჯანსაღი ფსიქო ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა ორივე მშობლის მხრიდან, ორივე მშობლის თანაბარი ზრუნვა და სიყვარული მოზარდის მიმართ, მათი თანაბარი ჩართულობა შვილების აღზრდისა და განვითარების პროცესში, მშობლების დაპირისპირების მიუხედავად ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ ურთიერთობა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ბებია– ბაბუასთან და ოჯახის ახლო ნათესავებთან.

განქორწინებული მშობლების შემთხვევაში, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.  მთავარია ბავშვი ცხოვრობდეს უსაფრთხო, მზრუნველ და თბილ გარემოში. ორივე მშობელს აქვს შესაძლებლობა შვილთან თანაბარი ურთიერთობის. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა თუ რომელ მშობელთან იზრდება ბავშვი.

პარტნიორებს შორის ურთიერთობა განქორწინების შემდგომ

წყვილებს შორის განქორწინების შემდგომი უთანხმოება ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება, როცა პარტნიორებს უჭირთ ურთიერთობის ბოლომდე დასრულება, ხშირად ერთმანეთის ცხოვრებაში ერევიან და ცდილობენ განკარგონ პარტნიორის დამოუკიდბელი ცხოვრება განქორინების შემდეგაც,  „ყოფილი“ პარტნიორის ცნება თითქმის არ არსებობს ასეთ ცნობიერების ადამიანებისთვის, ისინი მუდმივად ძალადობენ ყოფილ მეუღლეებზე და ცდილობენ ბოლომდე აკონტროლონ და განკარგონ მათი ცხოვრება, ისინი ხელმძღვანელობენ საზოგადოებაში და მათ სოციუმში დამკვიდრებული სტერეოტიპული და ირაციონალური შეხედულებებით, რომ განქორწინების შემდგომ ქალს არა აქვს უფლება დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვის., რაც ბუნებრივია არასწორია. არის შემთხვევები როცა შვილების გამოყენებით ცდილობენ ინფორმაციის მიღებას ყოფილ მეუღლეზე.  ყოფილ პარტნიორებს შორის ხშირად უთახმოება ისეთი მაღალია, რომ მათ ერთმანეთის გასაბრაზებლად ყველა მეთოდს იყენებენ. ამ დროს მთავარი ავიწყდებათ, რომ ამით არა ერთმანეთს “სჯიან”. შესაძლოა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდეთ, თუმცა ეს არ უნდა აისახოს რომელიმე მშობლის ბავშვთან ურთიერთობის ხარისხზე.

როდესაც ადამიანები შორდებიან, მათი როგორც პარტნიორების ურთიერობას წერტილი უნდა დაესვას, ერთმანეთის პირად სივრცეში არ უნდა იჭრებოდნენ. წლებით გაგრძელებული დაუსრულებელი დაპირისპირება და უთანხმოება ყოფილ პარტნიორებს უქმნით პრობლემებს საკუთარი ცხოვრების სტილის ცვლილებაში  და ახალი ურთერთობების დაწყებაში. მნიშვნელოვანია განქორწინებამდე წყვილმა ბოლომდე გაარკვიოს უთანხმოების მიზეზები, მიიღონ მათთვის სასურველი რაციონალური გადაწყვეტილება, მისცენ ერთმანეთს საშუალება დამოუკიდებლი ცხოვრებისა და ახალი პირადი ურთიერთობების წარმართვის. 

როგორ უნდა მოხდეს მშობლის მიერ შვილის ინფორმირება მისი ახალი პარტნიორის არსებობის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ?

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მშობელს ცხოვრებაში დგება ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი პარტნიორი და გეგმები დაქორწინების შესახებ, მნიშვნელობანია შვილმა ამის შესახებ პირველმა შეიტყოს მშობლებისგან და არა სხვა პირებისგან, შვილებთან გულახდილი საუბრები და ახსნა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ აუცილებელია, რათა თავიდან ავარიდოთ მოზარდს გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმები, ჯანსაღად მოხდეს ბავშვის მიერ მოვლენების შეფასება და აღქმა. ასევე, მნიშვნელოვანია პარტნიორის გაცნობა შვილებისთვის და მათ შორის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

7 რჩევა ნანა ფაცაციასგან:

1. ბავშვისა და მოზარდის ჯანსაღი  ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, მზრუნველ და თბილ გარემო. მშობლები თუ ოჯახის წევრები მოერიდონ ერთმანეთის შეურაცხყოფას, უთანხმოების განხილვა-შეფასებას შვილების თანდასწრებით.

2. მიუხედავად განქორწინებისა მნიშვნელოვანია მოზარდს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა იურთიერთოს ორივე მშობელთან თანაბრად.

3. ოჯახური კონფლიქტები და განქორწინების დაუსრულებელი შემდგომი დავები, აფერხებს მოზარდის ჯანსაღ ფსიქო-ემოციურ განვითარებას, ბავშვების „ქიშპობის იარაღად“ გამოყენება და მშობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით მოზარდის  არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მის  განვითარებას.

4. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით აუცილებელია მშობლები შეთანხმდნენ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ და მათ აღზრდა-განვითარებაში ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობაზე, ასევე მნიშვნელოვანია უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, ბებია–ბაბუასთან ბავშვების ურთიერთობა და ახლო ნათესავებთან კონტაქტი.

5. მნიშვნელოვანია წყვილმა ბოლომდე გააცნობიეროს უთანხმოებისა და კონფლიქტის მიზეზები, განქორწინების შემთხვევაში არ ჩაერიონ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, შეთანხმდნენ შემდგომი ურთიერთბის ფორმასა და უფლება მოვალეობებზე. მისცენ ერთმანეთს საშუალება პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად განკარგვის.

6. რომელიმე მშობლის ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით ახალი პარტნიორის შესახებ აუცილებელია შვილების ინფორმირება მშობლების მხრიდან, მათთან გულახდილი საუბარი სამომავლო გეგმებზე, პარტნიორის გაცნობა და ხელშეწყობა პოზიტიური ურთიერთბების ჩამოყალიბებაში.

7. ყოფილმა პარტნიორებმა აუცილებელია იზრუნონ შვილების სრულფასოვან ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, უზრუნველყონ მათთვის უსაფრთხო თბილი და მზრუნველი გარემო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები