სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ამხნევებს კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, უხანში მცხოვრები მოსახლეობა ერთმანეთს სახლებიდან შეძახილებით : “ვუჰან შენ ეს შეგიძლია”. ისინი ერთად ჩინეთის ეროვნულ ჰიმნსაც ასრულებენ.
შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსს, უახლესი მონაცემებით, 106 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, ქვეყნის მასშტაბით, 4 500-ია.
ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება - ჩინეთის პრეზიდენტი
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი - 1,975-ია.
არსებობს ვარაუდი, რომ კორონავირუსის წყარო ქალაქში არსებული ცხოველთა ბაზარია. კორონავირუსი ჩინეთის გარეთ უკვე დაფიქსირდა: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ვირუსი კიევშიც გამოვლინდა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ვირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.