LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აქრობდნენ მთაწმინდაზე ხანძარს (ვიდეო/ფოტო)

145

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს გუშინ ცეცხლი გაუჩნდა.

შსს-ს ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ჩაერთო. ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ბრიგადები და მეხანძრე მაშველები. დაიწვა 2 ჰექტრამდე ტყის მასივი. 

როგორ აქრობდნენ ხანძარს მაშველები, ამის შესახებ ვიდეოს შსს ავრცელებს.

 

ფოტოებს სოციალურ ქსელში ნოდარ ცხვირაშვილი ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები