LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ არჩევს საიენტოლოგიური ეკლესია ცოლს ტომ კრუზისთვის

944

საიენტოლოგიური ეკლესიის ყოფილმა წევრმა, კეტი შენკელბერგმა მედიას უცნაური ამბის შესახებ მოუთხრო. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ კეტი გადიოდა გასაუბრებებს ტომ კრუზის მეგობარი გოგონას როლისთვის, რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში. გასაუბრებების რეალური მიზეზი შენკელბერგმა არ იცოდა და დარწმუნებული იყო, რომ სასწავლო კურსისთვის შერჩევაში მონაწილეობდა :

„მიღებდნენ ვიდეოკამერაზე და მეკითხებოდნენ : „საიდან ხართ? საიენტოლოგიური ეკლესიის რა საფეხურზე ხართ? რა განწყობა გაქვთ ტომ კრუზის მიმართ?“ ვფიქრობდი, რომ საგანმანათლებლო კურსისთვის გავდიოდი შესარჩევ ეტაპებს და მშვიდად ვაღიარე, რომ კრუზს ვერ ვიტანდი და საკუთარ თავზე შეყვარებულ ბავშვად მივიჩნევდი,“ – ამბობს კეტი.

მისივე თქმით, გასაუბრებიდან გამოსვლის შემდეგ გაიგო, რომ მან კრუზის მეგობარი გოგონების კასტინგში მიიღო მონაწილეობა.

12310464_10206807049167910_3377255064757219557_n

54 წლის მსახიობი ტომ კრუზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიენტოლოგია. ჟურნალმა Vanity Fair გამოაქვეყნა სკანდალური სტატია მის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ საიენტოლოგიური ეკლესიის წესების თანახმად, ტომისთვის მეგობარი გოგონა და ცოლი თავად ეკლესიას უნდა შეერჩია. ეს ვერსია დაადასტურეს აღნიშნული სექტის ყოფილმა წევრებმაც. რეჟისორი პოლ ჰაგისი ამბობს, რომ საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძთვანელები რეალურად სრულად აკონტროლებენ კრუზის ცხოვრებას. სწორედ ამის გამო დაშორდნენ კრუზს ყოფილი ცოლები – ჯერ ნიკოლ კიდმანი, შემდეგ კი კეტი ჰოლმსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები