LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიცილოთ ფრინველის გრიპი: მოლდოვამ ხორცი აკრძალა

72

მოლდოვამ გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ხორცის შემოტანა აკრძალა, მიზეზი – უსაფრთხოების ზომების დაცვაა. უფრო ზუსტად კი, სურსათის კონტროლის ნაციონალურ სააგენტოს ფრინველის გრიპის გავრცელების ეშინია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მოხვედრილი კვერცხისა თუ ხორცეულის ნახევარზე მეტი სწორედ რისკჯგუფში მყოფი ქვეყნებიდან მოდის, ამიტომ ასეთი აკრძალვის დაწესება აუცილებელი იყო. აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ვირუსის გავრცელების რისკიც იზრდება და სანამ ეს საშიშროება არსებობს ახალი დადგენილებაც იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები